თავში

საქართველო-ინდოეთის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები გააქტიურდება

საქართველო-ინდოეთის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები გააქტიურდება
საქართველო-ინდოეთის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები გააქტიურდება

საქართველო და ინდოეთი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოებისთვის ემზადებიან. დეტალები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა კაშან დენ დიუალმა განიხილეს.

ინდოეთის ელჩმა დაადასტურა ინდოეთის რესპუბლიკის მზადყოფნა, მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ უფრო ინტენსიური გახდეს. 

უკვე დასრულებულია შესაბამისი მიზანშეწონილობის კვლევა და ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, უახლოეს მომავალში შედგება.

საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, ევროკავშირთან და თურქეთთანაც. დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე აშშ-ისთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია.

შეგახსენებთ, საქართველო-კორეას თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას გამოიკვლევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system