თავში

საქართველო ინვესტიციებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს აუმჯობესებს

საქართველო ინვესტიციებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს აუმჯობესებს
საქართველო ინვესტიციებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს აუმჯობესებს

ქვეყანაში განხორციელებულმა თანმიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ამის შესახებ აღნიშნულია კონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში, რომლის მიხედვით, საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია 82 ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. 

ეკონომიკის ექსპერტისთვის გიორგი ცუცქირიძისთვის, ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ აქტიურად განახორციელა რეფორმები ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად, რამაც განაპირობა მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა და 2007 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგებმა (FDI stock) მშპ-ს 100% - ზე მეტი შეადგინა.

"მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 პანდემიას საქართველოზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად აქვს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენა, საქართველოს მთავრობამ მიიღო მყისიერი მონეტარული და ფისკალური ზომები ჯანდაცვის სექტორის და რისკის ქვეშ მყოფი კომპანიების დასახმარებლად. ეს ფაქტიც ადასტურებს სწორ ანტიკრიზისული მართვის სამთავრობო სტრატეგიას. ნიშანდობლივია, რომ OECD შეფასებით რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია ხარისხობრივი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეტად მოზიდვა რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ და ინკლუზიურ განვითარებას. მათ შორის ინვესტიცია აგროსასურსათო ღირებულების ჯაჭვებში ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდის გაძლიერებას, შემოსავლების ზრდას, სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, სოფლის განვითარების მხარდაჭერას და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს, აშშ-ის მთავრობის გადაყვეტილება უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, დაფინანსებაზე, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს სწორედ მაღალხარისხობრივი და მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში!. ეს მორიგი კვლევაც აჩვენებს, რომ ყველა წინაპირობაა შექმნილი, ადგილობრივი წარმოება და მომსახურება გადავიყვანოთ გაცილებით მაღალი დამატებული ღირებულების საწარმოო ციკლში და გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა," -ასე აფასებს გიორგი ცუცქირიძე საქართველოს საინვესტივიო მიმზიდველობის მორიდ საერთაშორისო აღიარებას. ფინანსისტების მოლოდინით, OECD-ს მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება.

მთავრობა 2022 წელს უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ელის. მოლოდინს ამყარებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის საერთაშორისო აღიარება.

საქართველოში FDI მარაგებმა მშპ-ის 100%-ზე მეტი შეადგინა, შედეგად ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკად დასახელდა FDI-მიზიდველობით. 80 ქვეყანას შორის FDI-მიმზიდველობით საქართველო მერვე ადგილზეა.

USAID და "აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიული მასშტაბი იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს.

ცნობისთვის, საქართველომ საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შეცვალა და პროაქტიულ მოდელზე გადავიდა. პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო კომპონენტის ნაწილში დაემატა კომპონენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, FDI გრანტები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, FDI გრანტები შეეხება უცხოურ კომპანიებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, გადმოიტანენ ან საქართველოში გახსნიან ახალ ბიზნესებს, ჩადებენ გარკვეულ ინვესტიციებს და დაასაქმებენ არანაკლებ 150 ადამიანს. ასეთ კომპანიებს საქართვლოს ხელისუფლება მილიონ ლარამდე გრანტს მისცემს იმისთვის, რომ დაიფაროს ხარჯები, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების მომზადება-გადამზადებასთან და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან.

შეგახსენებთ, წელს საქართველოს რეგულარულად სტუმრობენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system