თავში

საქართველო-ირლანდიის ბიზნესსაბჭო შეიქმნა

საქართველო-ირლანდიის ბიზნესსაბჭო შეიქმნა
საქართველო-ირლანდიის ბიზნესსაბჭო შეიქმნა

საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭომ დამფუძნებელი შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 24 თებერვალს გამართული შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიმართა. ბიზნეს-საბჭოს დამფუძნებელ შეხვედრაში ბიზნეს საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები და წევრები მონაწილებდნენ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, საბჭოში გაწევრიანდნენ ირლანდიის წამყვანი კომპანიების და აკადემიური წრეები წარმომადგენლები.

„ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელმა სენატორმა დიარმუდ უილსონმა, რომელიც თავადაც აქტიურად არის ჩართული საქართველო-ირლანდიის ორმხრივი დღის წესრიგის განხორციელების პროცესში, საბჭოს მიულოცა დაარსება და მხარდაჭერა აღუთქვა. ახლადდაარსებულ ბიზნეს საბჭოს მიესალმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია. ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა და საქართველოში (რეზიდენციით სოფია, ბულგარეთი) ირლანდიის ელჩმა მარტინა ფინიმ. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური კუთხით სამომავლო ნაბიჯები და განსახორციელებელი ღონისძიებები. საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. ბიზნეს საბჭოს დაფუძნებას წინ უძღვოდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს რამდენიმეწლიანი მუშაობა ირლანდიის ბიზნეს და აკადემიურ წრეებთან. საბჭოს უხელმძღვანელებს ცნობილი ირლანდიელი იურისტი, ბიზნეს არბიტრი ჯეიმს ბრიჯმანი. დღეს, კორონავირუსის პანდემიით გლობალურად დაზარალებული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება და გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმების შემუშავება ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად. ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ, საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი ჯეიმს ბრიჯმანი გეგმავს საქართველოში გაცნობით ვიზიტს საბჭოს წევრებთან ერთად, ორმხირივი კონტაქტების გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების შემუშავების მიზნით," -განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მიხედვით, ირლანდია პირველ სამეულში იყო და საერთო პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 10.5% შეადგინა. ამავე წელს, ირლანდიიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი 71%-ით გაიზარდა, რაც საქართველოსადმი მზარდ ინტერესზე მიუთითებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system