თავში

საქართველო-ისრაელმა ტურისტული მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს

საქართველო-ისრაელმა ტურისტული მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს
საქართველო-ისრაელმა ტურისტული მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის ტურიზმის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ამირ ჰალევთან ონლაინ დიალოგი გამართა, სადაც ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნის და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ონლაინ შეხვედრაში ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია მონაწილეობდა

ამის შესახებ report.ge-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა. 

საქართველოსთვის და ისრაელისთვის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ისრაელი ყოველთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულება. ჩვენი კერძო სექტორი ძალიან აქტიურად მუშაობდა ისრაელის ტურისტულ ბაზარზე. როგორც ვხედავთ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და ეფექტურად. ჩვენ მადლობლები ვართ, იმ პოზიტიური შეფასებით, რომელიც საქართველომ დაიმსახურა როგორც უსაფრთხო ტურისტულმა მიმართულებამ. როგორც სამუშაო პროცესებიდან ჩანს ისრაელი სავარაუდოდ ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, საიდანაც ჩვენ მოგზაურებს ივლისიდან ვუმასპინძლებთ,“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ისრაელი 8 სახელმწიფოსთან აპირებს ტურისტული მიმოსვლის აღდგენას, მათ შორის, საქართველო ერთ-ერთი პირველია, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ისრაელი ტურიზმს ორ ფაზად ხსნის. ე.წ. პირველი ფაზა ისრაელისთვის ნიშნავს კვიპროსთან და საბერძნეთთან მიმოსვლის აღდგენას. ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანასთან მიმდინარეობს და ჯერ დასრულებული არ არის, რადგან საჭიროა შეჯერება პროტოკოლზე, უსაფრთხოების წესებსა და ტექნიკურ დეტალებზე.

„საქართველო მეორე ფაზაში მოიაზრება საქართველო სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად," - განაცხადა ლაშა ჟვანიამ და დასძინა, რომ საქართველოსთან მიმოსვლას ისრაელი უფრო ადრე აღადგენს, ვიდრე ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან.

"ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ტენდენციები, რომელიც ქვეყნებს შორის უნდა გაიცვალოს. შემდგომში იქნება ერთმანეთის რეგულაციების შეჯერება თუ რას აწესებს ორივე ქვეყანა შემომსვლელი და გამსვლელი ტურისტებისთვის და ამის შემდეგ მოხდება შეთანხმება ქვეყნებს შორის," -განაცხადა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ცნობით, პირველ ტურისტებს საქართველო ისრაელიდან მიიღებს.

ეკონომიკის მინისტრმა გუშინ დაასახელა ის ქვეყნები, რომლის მთავრობებთან ტურისტების მიღებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ესენია: პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ახლა ბალტიისპირეთი და ჩვენი რეგიონის ქვეყნები.

მინისტრის თქმითვე, იწყება საფრანგეთთან კომუნიკაციაც ამ საკითხზე.

36 ავიაკომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა, თუმცა გუშინ ამ ავიაკომპანიათა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

მთავრობისთვის დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენა პრიორიტეტულია.

უკვე ცნობილია, რომ Ryanair-ი ფრენებს საქართველოში ივლისიდან დაიწყებს.

ფრენებს საქართველოში ივნისიდან განაახლებს Turkish Airlines-იც.

მთავრობას ტურიზმის გაიდლაინების პირველი პროექტი მზად აქვს და უსაფრთხო, მწვანე, ზონებისთვის დადგენილი სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system