თავში

 საქართველო Mastercard-თან თანამშრომლობას იწყებს

 საქართველო Mastercard-თან თანამშრომლობას იწყებს
 საქართველო Mastercard-თან თანამშრომლობას იწყებს

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იწყებს თანამშრომლობას გლობალური Mastercard-ის სისტემასთან, სწორედ, ტურიზმთან მიმართებაში," - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრსა და MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თანამშრომლობის მემორანდუმი MasterCard-სა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ხვალ გაფორმდება.

„MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობს საქართველოს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მინისტერიალის ფარგლებში. MasterCard-ი უკვე წლებია ფლობს და ხვეწავს თავის მონაცემთა ბაზას, რომელიც მათ შორის შეეხება ტურისტულ ინდუსტრიას, მცირე ბიზნესებს, რაც ჩართულია ტურიზმში, სწავლობს ტურისტების ქცევას, არჩევანს, ლოგიკას, თუ რას ანიჭებენ ზოგადად საერთაშორისო ვიზიტორები პრიორიტეტს და მზად არის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, გაუზიაროს ეს ცოდნა, ეს ანალიზი და დაგვეხმაროს ჩვენ, რომ თვისობრივად უფრო ხარისხიანი გავხადოთ ტურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია Covid-19-ის შემდეგ. ჩვენ, პრაქტიკულად, Covid-19-ის შემდეგ პერიოდს ვაქცევთ ახალ შესაძლებლობად, რომ ტურისტების თვისობრივად უფრო ახალ სეგმენტზე გავიდეთ, უფრო ელიტარულ სეგმენტზე, მაღალი მხარჯველუნარიანობის მქონე სეგმენტზე და ამაში MasterCard-ი დაგვეხმარება,“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system