თავში

საქართველო მსოფლიოს მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციათა ოცეულშია

საქართველო მსოფლიოს მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციათა ოცეულშია
საქართველო მსოფლიოს მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციათა ოცეულშია

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია  Kearney - Management Consulting-მა  გამოქვეყნებულ ანგარიშში „Global Services Location Index (GSLI) 2021”, რომელიც ბიზნეს და ტექნოლოგიური სერვისების სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს ავლენს. ინდექსში საქართველო ოცეულის წევრია, ანუ საქართველო მსოფლიოს მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციათა ოცეულშია. როგორც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ,  საქართველო პირველად მოხვდა და მოწინავე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა.

ანგარიშის მომზადებისას Kearney-ს მიერ შეფასდა 60 ქვეყანა 47 სხვადასხვა განზომილებაში, შემდეგი კატეგორიებიდან: ფინანსურ მიმზიდველობა ბიზნესის ოპერირების ხარჯებთან მიმართებაში, კვალიფიციური სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა, ბიზნეს-გარემო და ციფრული რეზონანსი.

საქართველოს წარმატებული დებიუტი აღნიშნულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული Kearney-ს მიერ: „ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები ფინანსური მიმზიდველობის, სამუშაო ძალის უნარების და ბიზნეს-გარემოს კუთხით“.

Global Services Location Index რეიტინგში საქართველოს პოზიციონირება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიების მიმართულებით. ბიზნეს სერვისების სექტორი რჩება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორად, რადგან მას აქვს დიდი პოტენციალი ქვეყანაში ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით. მსგავსი ტიპის აქტივობებით სააგენტოს საინვესტიციო გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად გლობალურ ასპარეზზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system