თავში

საქართველო "მწვანე“ წყალბადის წარმოების პროცესს უერთდება

საქართველო "მწვანე“ წყალბადის წარმოების პროცესს უერთდება
საქართველო მწვანე“ წყალბადის წარმოების პროცესს უერთდება

საქართველომ წყალბადის ეკონომიკის განვითარების კურსი აიღო, რომლის საფუძველი „მწვანე“ წყალბადია.  ქვეყნის მთავრობამ შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან. 

შეთანხმება უფრო დიდი გარიგების ნაწილია, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა (GOGC) და EBRD-ს შორის გაფორმდა.

EBRD-ი საქართველოს დაეხმარება ქვეყნის საჭიროების შეფასების ტექნიკურ კვლევასა და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოებაში. ასევე, არსებული აქტივების მოდერნიზაციაში. ტექნიკური თანამშრომლობა რამდენიმე წელს გაგრძელება, რის შემდეგაც პოტენციური ინვესტიციების ვადები განისაზღვრება.

„საქართველო დგამს ძალიან დროულ ნაბიჯს საკუთარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებისა და თავისი გაზის ინფრასტრუქტურის პერსპექტიულობის უზრუნველყოფის კუთხით, რათა ნაკლები ნახშირბადის მქონე საწვავზე გადავიდეს,“- აცხადებს EBRD-ის წარმომადგენელი აიდა სიტდიკოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system