თავში

საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში გარდამტეხ ეტაპზეა - IMF

საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში გარდამტეხ ეტაპზეა - IMF
საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში გარდამტეხ ეტაპზეა - IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საკუთარი მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა. მიმოხილვის შემაჯამებელი დოკუმენტის მიხედვით, გადაადგილებისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვებმა ეკონომიკური ზრდა შეაფერხა და 2020 წელს ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა. IMF-ის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის შემცირებას და მართებულად იყო მიმართული ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დაცვისკენ. 

"COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გავლის და ვაქცინაციის დაწყების კვალდაკვალ, საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში, პოტენციურად, გარდამტეხ ეტაპზე დგას. შემდგომი ნაბიჯების შედეგად, COVID-19 საბოლოოდ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, ეკონომიკა აღდგეს და მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინა რთულ გარემოშიც შენარჩუნდეს. საბაზო პროგნოზით, სწრაფი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი," - განმარტავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

მათივე შეფასებით, გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. მოკლევადიან პრიორიტეტებში შედის გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავება COVID-19 შოკის შედეგებთან გასამკლავებლად და განათლების რეფორმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system