თავში

საქართველო ყოველდღიურად 20 000 პოტენციურ ტურისტს კარგავს - სასტუმროების ფედერაცია

საქართველო ყოველდღიურად 20 000 პოტენციურ ტურისტს კარგავს
საქართველო ყოველდღიურად 20 000 პოტენციურ ტურისტს კარგავს - სასტუმროების ფედერაცია

10 ბიზნეს ასოციაციის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაში 7 მოთხოვნიდან ერთ-ერთი 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნაა.

"საქართველოს სასტუმროების ფედერაციის” დამფუძნებელმი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ყოველდღიურად ქვეყანა 20 000 პოტენციურ ტურისტს კარგავს.

„მთის კურორტების დაუყოვნებლივ გახსნა უკვე აუცილებლობაა, რომ რაღაც მინიმალური შემოსავალი მაინც მიიღონ მთის კურორტებმა. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ ჩვენ ზაფხულს არ გავიმეორებთო, თურმე ეს ყოფილა წინასწარ დაგეგმილი, წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს არ გაიხსნებოდა მთის კურორტები. ამის ცოდნა მთლიანად კერძო სექტორს სჭირდებოდა იმისთვის, რომ მინიმუმ ადამიანებს ზედმეტი სესხები არ აეღოთ ბანკში ობიექტების რეგულაციების დაცვისთვის მოსამზადებლად. თურმე წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს ზამთრის კურორტები არ გაიხსნებოდა. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც კერძო სექტორს არ აფრთხილებ და შემდეგ აყენებ ფაქტის წინაშე. დღესდღეობით დღეში 20 000 პოტენციურ ტურისტს ვკარგავთ“,-აღნიშნა შალავა ალავერდაშვილმა.

საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზეა მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. შეზღუდვების გამო საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ 16 მლნ ლარს კარგავს

რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 38 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

1 თებერვლიდან გახსნილის სავაჭრო ცენტრები და არასასურსათო მაღაზიები. 8 თებერვლიდან ამოძრავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა საქალაქთაშორისო მგზავრობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. ამავე პერიოდიდან მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. 15 თებერვლიდან ქვეყანაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა და მოქმედებს სწავლების ჰიბრიდული მოდელი. 15 თებერვლიდან გაიხსნა რესტორნები, თუმცა ჯერ-ჯერობით ისინი სტუმრებს მხოლოდ ღია სივრცეში იღებენ. დახურული რჩება ფიტნეს და სპორტული ინდუსტრია. დახურული რჩება ასევე ზამთრის კურორტები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system