თავში

საქართველო ყოველწლიურად 1.1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს

​საქართველო 1.1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის მიიღებს
საქართველო ყოველწლიურად 1.1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთერთი კომპონენტი - ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა.

პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის - 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე - 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯადან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს საქართველო განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრს. მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება საქართველო წილის სახით 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system