თავში

საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 1 328.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა

საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 1 328.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა
საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 1 328.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა

რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსთან ვაჭრობის მაჩვენებლით მას მხოლოდ თურქეთი უსწრებს. 

2020 წელს საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 1 328.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. შარშან საქართველომ რუსეთიდან უფრო მეტი პროდუქცია შემოიტანა იმპორტზე, ვიდრე თავად გაყიდა რუსეთში ექსპორტზე. ანუ რუსეთთან ვაჭრობაში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო უფიქსირდება. რუსეთში  ექსპორტი 441 075.6 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო რუსული იმპორტი  საქართველოში 887 167.5 ათას დოლარს უტოლდება.

რუსეთში შარშან ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო აღმოჩნდა. გასულ წელს საქართველომ რუსეთის ბაზარზე 119 524.0 ათასი დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინოები დააექსპორტა.

დროის ამავე მონაკვეთში რუსეთში საქართველოდან გატანილია 108 523.7 ათასი დოლარის ფეროშენადნობები.

მინერალური და მტკნარი წლის რუსეთში ექსპორტით შარშან ქვეყანამ 43 943.1 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

სპირტიან სასმელების ექსპორტით შარშან რუსეთიდან საქართველომ მიიღო 31 276.2 ათასი დოლარი.

გასულ წელს რუსეთის ბაზარზე საქართველომ ასევე გაყიდა ხილი, კერძოდ, ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, რომლის ექსპორტის ღირებულება 19 940.8 ათას დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება, რუსულ იმპორტს საქართველოში, შარშან რუსეთიდან საქართველოს ყველაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები აქვს შეძენილი, რაც საქართველოს ჯამში 130 367.0 ათასი დოლარი დაუჯდა.

107 354.6 ათასი დოლარი აქვს საქართველოს გადახდილი მთელი 2020 წლის განმავლობასი რუსულ ხორბალსა და მესლინში. 

ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების შარშანდელი რუსული იმპორტი ჯამში ქვეყენას 47 363.6 ათასი დოლარი დაუჯდა.

რუსეთიდან შემოტანილ მზესუმზირის ზეთში საქართველომ შარშან  41 011.0 ათასი დოლარი გადაიხადა.

28 756.0 ათასი დოლარიდაუჯდა ქვეყანას რუსეთიდან იმპორტირებული სატელეფონო აპარატები.

პანდემიამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეუმცირა. შემცირებულია ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცა უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყანაში მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექპორტის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა.

2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 328.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185.0 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system