თავში

საქართველო საემიროების ბაზარს გამოიყენებს

საქართველო საემიროების ბაზარს გამოიყენებს
საქართველო საემიროების ბაზარს გამოიყენებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია, სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროში იმყოფებოდა. ის ემირატებში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან, პაატა კალანდაძესთან ერთად, უცხოელ პარტნიორებს და ბიზნეს სექტორს შეხვდა. 

პალატის პრეზიდენტმა ქართული ბიზნეს სექტორის ექსპორტიორებს საემიროების ბაზრის განხილვისკენ მოუწოდა და განაცხდა, რომ პალატა მათ პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება.

მინდა ვუთხრა ექსპორტიორებს, რომელთაც ძალიან ბევრი პროდუქცია გააქვთ საზღვარგარეთ, განიხილონ საემიროების ბაზარი და დაგვიკავშირდნენ ჩვენ, სავაჭრო პალატას, რათა დავეხმაროთ მათი საქმიანობის შესაბამისი პარტნიორების მოძიებაში“, - განაცხადა პერტაიამ.

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი ბიზნეს ფორუმების ჩატარება და პირდაპირი კონტაქტების დამყარებაა.

ჩვენ კარგად უნდა გამოვიყენოთ საემიროების ბაზარი და განვავითაროთ რაც შეიძლება მეტი ექსპორტი. ამ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა საელჩო. დღეს, უკვე გვყავს ელჩი, დიდი დიპლომატიური გამოცდილებით და მთლიანად ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მართალია, აქამდეც გვქონდა შეხება დუბაისთან, არაბ ბიზნესმენებთან, თუმცა ახლა სულ სხვა, ახალ ეტაპზე გადავალთ“, - განაცხადა პერტაიამ.

ვიზიტის ფარგლებში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ჰუმაიდ ბენ სალემმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system