თავში

საქართველო საერთაშორისო კონფერენციას უხელმძღვანელებს

საქართველო საერთაშორისო კონფერენციას უხელმძღვანელებს
საქართველო საერთაშორისო კონფერენციას უხელმძღვანელებს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „მრავალმხრივი კონვენციის (MLI)“ კონფერენციის თავმჯდომარედ, ერთხმად აირჩიეს საქართველოს წარმომადგენელი - ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულების ხელმძღვანელი მარი ხურციძე. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, OECD-ში კონფერენციას უხელმღვანელებს 3 წლის ვადით.

მრავალმხრივი კონვენციის (MLI) მიზანია OECD-ის მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში. ამჟამად, მრავალმხრივი კონვენცია (MLI) ძალაშია 94 ქვეყნისთვის. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system