თავში

საქართველო-საუდის არაბეთის ეკონომიკური თანამშრომლობა ციფრებში

საქართველო-საუდის არაბეთის ეკონომიკური თანამშრომლობა ციფრებში
საქართველო-საუდის არაბეთის ეკონომიკური თანამშრომლობა ციფრებში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საუდის არაბეთის ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკაც, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებობს ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში.

2020 წლის იანვარი - ივლისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 3-ჯერ, ხოლო ექსპორტი 9-ჯერ, 818 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში, 2009 – 2019 წლებში საუდის არაბეთიდან ინვესტიციებმა 100 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი კვარტალში ინვესტიციების ოდენობა საუდის არაბეთიდან 25-ჯერ გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების პროექტის ტექსტზე ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პანდემიამდე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ზრდადი დინამიკით ხასიათდებოდა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. 2019 წელს საუდის არაბეთი საქართველოში შემოსული ვიზიტორების მიხედვით ტოპ-15 ქვეყნიდან მე-12 ადგილზე იყო. 

ცნობისთვის, საქართველო დაინტერესებულია არაბულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system