თავში

საქართველო-საუდის არაბეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2 ოქტომბრიდან დაიწყება

საქართველო-საუდის არაბეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა
საქართველო-საუდის არაბეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2 ოქტომბრიდან დაიწყება

საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანია Flynas- ი რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს.


როგორც Report,ge-ს ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რიადი-თბილისის მიმართულებით რეისები მთელი წლის განმავლობაში შესრულდება. პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება და რიადიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამი პირდაპირი რეისი განხორციელდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებენ საუდის არაბეთში, აქედან გამომდინარე, მჭიდროდ თანამშრომლებენ ავიაკომპანიასთან. მისივე ცნობით, საქართველოს მხრიდან არაერთი მოლაპარაკება გაიმართა, რათა ავაკომპანია სეზონურიდან რეგულარული ფრენებზე გადასულიყო.

რიადი -თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანას შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე შედგა. მოლაპარაკებებში ჩართული იყო საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში.

„საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, გამორჩეული მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს საუდის არაბეთში რაც ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და დამატებითი სტიმულია საქართველოში ახალი ავია რეისების დანიშვნის კუთხით. წარმატებული მარკეტინგული კამპანიისა და ავიაკომპანიის ეფექტური ოპერირების შედეგად საუდის არაბეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის რვა თვეში + 44,6 %-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ავიკომპანია Flynas - ის გადაწყვეტილება მთელი წლის განმავლობაში გადავიდეს ოპერირებაზე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ავიაკომპანია Flynas საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს.

Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებისგან Airbus A320NEO შედგება, დაარსებიდან დღემდე ავიაკომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა და ეს ციფრი წლიდანწლამდე მზარდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system