თავში

საქართველო შეიარაღებაში 200 მილიონზე მეტს დახარჯავს

საქართველო შეიარაღებაში 200 მილიონზე მეტს დახარჯავს
საქართველო შეიარაღებაში 200 მილიონზე მეტს დახარჯავს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ  ის ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს, არ არის საკმარისი, ვერ პასუხობს სათანადოდ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ამიტომაც მინისტრის თქმით,  უწყების ინტენსიურად იმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით.

„2021 წელს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება შეიარაღების შესყიდვა - როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური, ასევე სადაზვერვო-საბრძოლო დრონების შესყიდვა. ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას, რომელშიც 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. მთლიანად შეიარაღებაში, ამერიკული გრანტის დახმარებით, დაახლოებით, 200 მილიონზე მეტი იქნება მიმართული. ეს ჯდება ნატო-ს მიერ რეკომენდებულ პარამეტრებში, რაც ბიუჯეტის 20%-ია. ზოგადად, ჩემი მოსაზრებაა და იმედი მაქვს მომდევნო წლებში თქვენი დახმარებაც იქნება, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა. ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს სამინისტროს აქვს, არ არის საკმარისი, ვერ პასუხობს სათანადოდ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მესმის ძალიან კარგად, რომ ქვეყანაში პანდემიაა, გვიწევს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ 2022 წლიდან გაუმჯობესდება მდგომარეობადა მოგვეცემა საშუალება მეტი ყურადღება დავუთმოთ თანამედროვე შეიარაღების მიმართულებით შესყიდვებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შგახსენებთ, 20201 წლის ბიუჯეტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 95 მლნ ლარით იზრდება და 900 მლნ ლარს უტოლდება, რაც თავდაცვაზე გამოყოფილი წლიური თანხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება, მლნ ლარი.

თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 880 მლნ. ლარით განისაზღვრა, თუმცა პანდემიის გამო ის 75 ლარით შემცირდა. უწყების ხარჯები ორი მიმართულებით დაკორექტირდა: ესაა სამშენებლო მიმართულებები და საფრანგეთის კრედიტით დაფინანსებული პროექტი.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელს თავდაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 მილიონი ლარით 250 ობიექტი, ყველა მოქმედი ყაზარმა და სასადილო რეაბილიტირდა. მომავალ წლებში კი ყურადღება დაეთმობა განახლებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისა და მშენებლობა-განვითარების საკითხებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system