თავში

საქართველო შიდა ტურიზმის გასახსნელად ემზადება

საქართველო შიდა ტურიზმის გასახსნელად ემზადება
საქართველო შიდა ტურიზმის გასახსნელად ემზადება

საქართველო შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან იხსნება და სულ რაღაც 4 დღეში საქართველოს მოქალაქეებს ტურისტულ აქტიობაში ჩართვა და სხვადასხვა ლოკაციის მონახულება შეეძლებათ. 15 ივნისიდანვე აღდგება შიდა რეგულარული ფრენებიც.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შიდა ტურიზმის გასახსნელად კერძო სექტორი მზადაა, ადმინისტრაციის ჩართულობით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელიც ტურისტულმა ობიექტებმა თუ ტურისტულმა ტრანსპორტმა უნდა გაითვალისწინოს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის გახსნისას უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო.

„შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს ტურისტული ნაკადების გაზრდა, რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს, ახლა გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდით დავუდგეთ ასეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას. ხელი შევუწყოთ, მცირე, საშუალო და მსხვილი ტურისტული კერძო სექტორის განვითარებას. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად და ალბათ მსოფლიოში ძალიან ცოტაა მსგავსი უსაფრთხოების ინდექსის პოზიციონირებული ქვეყანა. ნამდვილად, ძალიან ლამაზია ის ტურისტული ლოკაციები, რომელიც საქართველოს უხვად აქვს და აქედან გამომდინარე, მოდით, ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ადგილი აქვთ სანახავი. ყოველთვის გვქონდა ალბათ სურვილი, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად გვემოგზაურა და ალბათ წლევანდელი წელი არის ის შესაძლებლობა, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორად იქნება შეფასებული მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ საქართველოში მოგზაურობის სურვილი. კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე იყოს დაცული ის ნორმები და რეგულაციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება COVID-19-თან მიმართებაში”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და განმარტა, რომ მთავრობამ ტურინდუსტრიისთვის ყველა რეკომენდაცია კერძო სექტორთან წინაწარ შეათანხმა და ახლა მისი პრაქტიკაში გადატანა ბინზესისთვის რთული აღარ არ არის.

ქვრივიშვილის თქმით, რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტურად დასანერგად მთავრობამ სატრენინგო პროექტიც კი შეიმუშავა, რომელიც უსასყიდლოა ყველა იმ ადამიანისა და ბიზნესისთვის, რომელსაც სურვილი აქვს, რომ სწრაფად ადაპტირდეს იმ ახალ ნორმებზე, რომელიც COVID-19-მა განაპირობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system