თავში

საქართველო სისტემური კორუფციის დაძლევის გზაზე

საქართველო სისტემური კორუფციის დაძლევის გზაზე
საქართველო სისტემური კორუფციის დაძლევის გზაზე

მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04% დაიმსახურა და იგი ფაქტობრივი ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში მას მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა უსწრებენ. თავისი სარეიტინგო ქულით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას (ესპანეთი, კვიპროსი, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, იტალია, მალტა, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი)

კორუფციის კონტროლის ინდექსით მსოფლიო ბანკის მიერ ფასდება მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა პირადი ინტერესებისთვის, ხოლო შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისე ელიტური კორუფციასაც. 

ეკონომიკის ექსპერტი, სტატისტიკოსი, იოსებ არჩვაძე ამბობს, რომ, რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკურად ქვეყანა, როგორც წესი, მით უფრო ნაკლებია იქ კორუფციის დონე. მიუხედავად ამ ზოგადი კანონზომიერებისა, ექსპერტი შენიშნავს, რომ ევროკავშირის 13 სახელმწიფოში, რომლებსაც საქართველოზე გაცილებით დიდი ეკონომიკა აქვთ, კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველოს საგრძნობლად ჩამორჩებიან.

"აღნიშნული გარემოება ცალსახად მიუთითებს როგორც საქართველოს ხელისუფლების მმართველობის მაღალ ეფექტიანობაზე, სისტემური კორუფციის დაძლევასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლის თვალსაჩინო შედეგებზე, ისე ქვეყნის მოსახლეობის მოქალაქებრივი პასუხისმგებლობისა და საგადასახადო კულტურის მუდმივად მზარდ დონეზე," - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ კორუფციის კონტროლით საქართველო მსოფლიო ბანკის 189 ქვეყნიდან მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, რაც მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით (2012 წ. – 62-ე ადგილი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system