თავში

საქართველო სრულად მზად არის, ხელი მოაწეროს - ნათია თურნავა

საქართველო სრულად მზად არის, ხელი მოაწეროს - ნათია თურნავა
საქართველო სრულად მზად არის, ხელი მოაწეროს - ნათია თურნავა

საქართველო სრულად მზად არის, ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი კონგრესმენების წერილზე, რომლითაც აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართეს.

"ძალიან დროული და მისასალმებელი მიმართვაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდია აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ჩვენი მოსახლეობის მიმართ და ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიმართ, რადგანაც ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგიც, თუკი რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის საქართველო.

ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის, მთლიანად, ხელისუფლებამ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომაც ბოლო წლების განმავლობაში იმუშავა ძალიან აქტიურად აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system