თავში

საქართველო სუვერენულ საკრედიტო რეიტინგში დაწინაურდა

საქართველო სუვერენულ საკრედიტო რეიტინგში დაწინაურდა
საქართველო სუვერენულ საკრედიტო რეიტინგში დაწინაურდა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart&Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB”-მდე გაზარდა. ეს 2011 წლის შემდეგ პირველი გაუმჯობესებაა. განვითარების პროგნოზი აღინიშნება, როგორც „სტაბილური“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ რეიტინგის გაუმჯობესება ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა.

„თუ რეგიონში ამ რეიტინგების დინამიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ისეთი მკაფიო გაუმჯობესება, როგორიც საქართველომ მიიღო, რეგიონის სხვა ქვეყნებს არ აქვთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system