თავში

საქართველო თეთრყვავილას ბოლქვებს დააექსპორტებს

საქართველო თეთრყვავილას ბოლქვებს დააექსპორტებს
საქართველო თეთრყვავილას ბოლქვებს დააექსპორტებს

გარემოს ეროვნული სააგენტომ აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია სამწლიანი ვადით გასცა. ლიცენზიის გაცემას, წინ უძღოდა კვოტების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევები.

როგორც report.ge-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში აუხსნეს, გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება თეთრყვავილას ბოლქვების კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ცნობისთვის, საქართველოდან თეთრყვავილას ბოლქვების ექსპორტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ყველაზე დიდი რაოდენობით კი, ჰოლანდიაში ხორციელდება. აღნიშნულზე ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თეთრყვავილას ბოლქვი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებშია შეტანილი. აღნიშნული კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს არეგულირებს და წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას, საფრთხეში მყოფი მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system