თავში

საქართველო წელს პირველად ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე წარსდგა

​საქართველო წელს პირველად ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე წარსდგა
საქართველო წელს პირველად ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე წარსდგა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით პირველად საქართველო Bocuse d’Or ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე წარსდგა.  შეფ-მზარეულების შეჯიბრი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს და 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. შეფ-მზარაეულები 2 დღის განმავლობაში, ერთმანეთს ეჯიბრებიან. გამარჯვებულს 3 ნოემბერს ჟიური გამოავლენს.საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპიონატზე ქვეყანას წარმოადგენენ: პირველი Bocuse d’Or საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, Bocuse d’Or საქართველოსა პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთნელი ირაკლი თოდაძე და დამხმარე მზარეული - ლუკა ხინკალაძე.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს საშუალებას აძლევს უნიკალური ნიშა დაიკავოს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე. მათივე შეფასებით, საერთაშორისო გასტრონომიულ ღონისძიებაზე წარდგენა ხელს უწყობს ქართული კერძების ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში, გასტრო-ტურიზმის პოპულარიზაციას საქართველოში და მომავალში მეტი ტურისტის მოზიდვას.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system