თავში

საქართველო წელს თხილის რეკორდულ მოსავალს ელოდება

საქართველო წელს თხილის რეკორდულ მოსავალს ელოდება
საქართველო წელს თხილის რეკორდულ მოსავალს ელოდება

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან

სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თხილის საშრობში და თხილის გადამმუშავებელ საწარმოში ,,ჯეო ნათსი“ იმყოფებოდა.

გიორგი ხანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თხილის ჩაბარების პროცესს და თხილის ლაბორატორიული კვლევების შედეგებს გაეცნო.

დღეისათვის, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში უკვე ჩაბარებულია მოსავლის პირველი პარტია, რომელიც უახლოეს დღეებში ექსპორტზე გავა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერთა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. თხილის მოსავლის პირველი პარტია, გატეხილი თხილის გულის სახით, ამ დღეებში გერმანიაში გაიგზავნება ექსპორტზე. თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ფერმერები ღებულობენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

წელს 50-55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტებით, თხილის ექსპორტის ხაზი ევროპასთან არ გაწყვეტილა. რაც შეეხება მოსავლიანობას და შემოსავლიანობას, თხილის მწარმოებელთა ინფორმაციით, თხილის წლევანდელი ხარისხიანი და ჭარბო მოსავალი ფერმერებს 0,5 მილიარდ ლარის შემოსავალს მოუტანს.

სეზონის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თხილის ღირებულება 9 ლარს მიაღწევდა, თუმცა აგვისტოს დასაწყისში 1 კილოგრამი თხილი 3.50-4 ლარის ფარგლებში იყიდებოდა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია განმარტავს, რომ ფასი კიდევ შეიცვლება, თუმცა, რა მაქსიმუმს მიაღწევს იგი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.

ცნობისთვის, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია დაახლოებით 25 000 ფერმერს აერთიანებს, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული თხილის ფართობის მოცულობა 30 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს.

შეგახსენებთ, პრემიერმა გახარიამ ლევან დავითაშვილს რთველისა და თხილის სეზონისთვის მაქსიმალური ყურადღება და მზადყოფნა დაავალა.

აღსანიშნავია, რომ აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system