თავში

საქართველო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადადის

საქართველო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადადის
საქართველო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადადის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლის სტრატეგიაზე მუშაობს. 

“ჩვენს ქვეყანას გამიზნული აქვს, რომ შემუშავდეს ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგია, კონცეფცია, პროგრამა, ღონისძიებათა ნუსხა, რათა ქვეყანამ შეძლოს და გადავიდეს ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე. ეს უნარჩენო ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. ასევე მისი არსი, ნედლეულის გამოყენებაზე ზეწოლის შემცირებაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გულისხმობს ისეთი პროდუქციის გამოშვებას, რომელიც მსოფლიოში კონკურენტუნაირანი იქნება.

ცირკულარული ეკონომიკა ეს არის მწვანე ეკონომიკის, ბუნებასთან მეგობრული დამოკიდებულების მოდელი. მეორე, ეს ნიშნავს, რომ ნარჩენები მაქსიმალურად მცირდება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ესაა ეკონომიკის მოდელი, რომელიც ღირებულებას პროდუქციის წრებრუნვითი გამოყენების გზით ქმნის. ანუ, ნარჩენები, რომელიც პროდუქციის გამოყენების შემდეგ რჩება, შემდგომში ნედლეულად იქცევა. მსოფლიომ დაამტკიცა, რომ ეს მდგრადი ეკონომიკის მოდელია. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“,- განმარტავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.

მისივე თქმით, პროდუქციის ფასწარმოქმნის მოდელი იცვლება, რაც ადგილობრივ წარმოებას უფრო კონკურენტულს გახდის.

დღეს, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მესამე კონფერენცია კერძო სექტორის მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება და სისტემის ეფექტიანი დანერგვა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system