თავში

საქართველო-თურქეთის სარკინიგზო გვირაბი გამართულად მუშაობს

საქართველო-თურქეთის სარკინიგზო გვირაბი გამართულად მუშაობს
საქართველო-თურქეთის სარკინიგზო გვირაბი გამართულად მუშაობს

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ და თურქულ მონაკვეთებს ერთმანეთთან 4450 მ. სიგრძის სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი აკავშირებს. ამ ლოკაციაზე ორი ქვეყნის საზღვარი გვირაბში არის მოქცეული, საქართველოს მხარეს გვირაბის სიგრძე 2070 მეტრს შეადგენს. გვირაბში გათვალისწინებულია უსაფრთხოების ტველა ზომა და ყველა საერთაშორისო ტექნიკური მდგენელი ნორმაშია.

როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის ქართული მხარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გვირაბში პროექტით გათვალისწინებულია მგზავრებისათვის უსაფრთხოების ოთახი, რომელიც აღჭურვილია სავენტილაციო ჭაბურღილებით.


შეგახსენებთ, აქტიურად მიმდინარეობს ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის კეთილმოწყობა. სადგურში სადგურში 1520 მმ-იანი ლიანდაგის სტანდარტიდან ევროპული სტანდარტის 1435 მმ-იან ლიანდაგზე სატვირთო ვაგონების გადაყვანისათვის სპეციალური აღჭურვილობა დამონტაჟდა. სატვირთო ვაგონების გადასაადგილებელი პუნქტი 11340 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

ცნობისთვის, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორია 102 ჰექტარს მოიცავს, სადაც სხვა ობიექტებთან ერთად განთავსებულია შენობები სადგურის პერსონალისთვის.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე, ალპურ ზონაში, სამუშაოები მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა.

ამ მონაკვეთზე მსხვილტონაჟიანი გადასატვირთი პუნქტი მოეწყო. აქვე ეწყობა თოვლდამცავი გალეერები.

აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, თურქმენეთში წარმოებული პროპილენის მორიგი პარტია მიეწოდა თურქეთს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით. პროპილენით დატვირთული 40 კონტეინერისგან შემდგარი ბლოკ–მატარებლის ოპერირებას ახორციელებენ აზერბაიჯანული ADY Container, ქართული GR Logistics და თურქული Pasific Eurasia Logistics. ეს მესამე ბლოკ–მატარებელია, რომლებითაც თურქმენეთიდან თურქეთში პროპილენი გადაიტვირთა. სხვა მატარებლებიც 40 კონტეინერისგან შედგებოდა.

report.ge-ს ბაქო-თბილისი-ყარსის ქართული მხარის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ მაგისტრალზე სატვირთო გადაზიდვების მიმართულება ამ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში მუშაობს, ხოლო ჩვენს კითხვაზე, როდის იგეგმება მაგისტრალის სრულად ამოქმედება, გვპასუხობენ, რომ ამის შესახებ ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

2 წლის წინ ჩატარებული აუდიტორული ანგარიშიდან კი ირკვევა, რომ სამუშაოები მაგისტრალზე 1-3 ფაზებში 80%-ზე მეტადაა შესრულებული, რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, რომელიც ახალქალაქი-კარწახი მონაკვეთის მშენებლობას გულისხმობს, სამუშაოების შესრულების მაჩვენებელი 60%-ზეა, ხოლო ახალქალაქის სადგურის პროექტის შესრულება 52%-იან მაჩვენებელზეა. მას შემდეგ 2 წელი გავიდა და დიდი ალბათობით სამუსაოების შესრულების მაჩვენებლებიც გაიზრდებოდა, თუმცა ეს, სავარაუდოდ, დათვლილი არ არის.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ტარიფები აზერბაიჯანულ და თურქულ მონაკვეთზე დათვლილი და დადგენილია, სამშენებლო სამუშაოები კი დასრულებულია აზერბაიჯანში, დასკვნით ფაზაშია თურქეთში, მიმდინარეობს საქართველოში, თუმცა რკინიგზის პროექტის დასრულების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია.

ყარსის ლოგისტიკურმა ცენტრმა პირველი მატარებელი უკვე მიიღო და კომერციულ ოპერირებას წლის ბოლოდან დაიწყებს.

საქართველოს მთავრობის 2019-2020 წლის პროგრამის მიხედვით კი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ასამოქმედებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს სამინისტროების 2021-2024 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო მიწის ნაკვეთების შეძენა და მეპატრონეებისთვის კომპენსაციების გადახდა.

შეგახსენებთ, ამ მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების დასრულება სახელშეკრულებო პირობებით 2012 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადავადდა. გადადების მიზეზებიც საქართველოს თურქეთის და აზერბაიჯანის პირველი პირების განმარტებით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. სახელდებოდა დაფინანსების გაჭიანურება, პრობლემები კონტრაქტორ კომპანიებთან, პოლიტიკური ცვლილებები, რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობები. დღესაც ამ მაგისტრალის სრულფასოვანი ამოქმედება სამივე ქვეყნის მზაობაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ ამ სარკინიგზო მაგისტრალზე ტვირთის გადაზიდვის დრო სულ უფრო მცირდება. მაგისტრალის მიმართ ტვირთმფლობელთა ინტერესი სულ უფრო იზრდება. ივნისში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო.

პანდემიის პირობებში, ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო კორიდორის გამოყენებით თურქეთმა სავაჭრო პარტნიორებთან ტვირთბრუნვის შენარჩუნება შეძლო. სარკინიგზო მაგისტრალი თურქეთისათვის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა.

ცნობისთვის, სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში ამ სარკინიგზო მაგისტრალით ტვირთის იმპორტი პირველად 2019 წლის ივნისში განხორციელდა.

ეს სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს უმოკლეს გზაა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას იძლევა ტვირთის გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდეს. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების მსოფლიო ბაზარზე შესვლას( თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი). რკინიგზის 263 კილომეტრი გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობას გაეცანით ვიდეოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system