თავში

საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის III ონლაინ კომიტეტი გაიმართა

საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის III ონლაინ კომიტეტი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის III ონლაინ კომიტეტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გიორგი ხანიშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაზე და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტებზე.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიმართულებით ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პერსპექტივები არსებობს და აკვაკულტურის, მცენარეთა დაცვის, ცხოველთა ჯანდაცვისა და სამეცნიერო მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოთქვა.

თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრის მოადგილე აკიფ ოზქალდის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება თვალსაჩინოა. აკიფ ოზქალდიმ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე და საქართველოში წარმოებისა და სამეცნიერო მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system