თავში

საქართველო-უზბეკეთი სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას აუმჯობესებს

საქართველო-უზბეკეთი სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას აუმჯობესებს
საქართველო-უზბეკეთი სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას აუმჯობესებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველ მოადგილეს ალიშერ აბდუალიევს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე, იმ უპირატესობებზე, რომელიც უზბეკურ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შედეგად ექნებათ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური პარტნიორები არიან, თუმცა ორ ქვეყნას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი პოტენციალია, რომლის ათვისებაც სრულად უნდა მოხდეს.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია უზბეკურ ბაზარზე ქართული პროდუქციის, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტის ზრდა მოხდეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ინვესტიციების მოზიდვის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი.

2019 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 105,51 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. უზბეკეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მე-10 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ტურიზმს, 2019 წელს უზბეკეთიდან საქართველოში 16 785 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 102%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system