თავში

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს

ქართველი ფერმერი და კომპანია "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელი, გიორგი სვანიძე საქართველოს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში წარადგენს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყანათა შორის ოფიციალურად მოიხსენიება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს, აბდელლათიფ ხედირას შეხვდა. საბჭოში საქართველოს გაწევრიანების პროცედურებზე იმსჯელეს, რომელიც ნოემბერში დასრულდება. მომავალ წელს კი საქართველო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ამის მიზეზი ანბანია. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარეობა ლათინური ანბანის თანმიმდევრობის მიხედვით გადადის ქვეყნიდან ქვეყანაზე. 

მომავალ წელს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სხდომას უმასპინძლებს, რაც, პარალელურად, ამ კულტურასთან დაკავშირებულ არაერთ ღონისძიებას მოიცავს. 

„ჩვენი ქვეყნისთვის ზეთისხილი ახალი კულტურაა. შესაბამისად, ინდუსტრიის ეფექტიანად განვითარებისთვის, გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება გვჭირდება.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ქართული ზეთისხილის ზეთი, მსოფლიოში წამყვან ქვეყნებს შორის, ხარისხით ერთ-ერთი საუკეთესოა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ზეთისხილის მწარმოებელთა დიდ ოჯახს შეუერთდება. საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რათა ჩვენი ორგანიზაციის ოფიციალური წევრი გახდეს. “, - განაცხადა აბდელლათიფ ხედირამ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system