თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში 23 348 მსუბუქი ავტომობილი დაექსპორტდა

საქართველოდან აზერბაიჯანში 23 348 მსუბუქი ავტომობილი დაექსპორტდა
საქართველოდან აზერბაიჯანში 23 348 მსუბუქი ავტომობილი დაექსპორტდა

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 23 348 მსუბუქი ავტომობილი, რომლის ღირებულება 226,3 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის რაოდენობა წლიურ ჭრილში 898 ერთეულით შემცირდა.

გასულ წელსვე საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტზე გაყიდულია  9,9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1,513 ერთეული სატვირთო ავტომობილი, რაც 146 ერთეულით ნაკლებია,2019 წლის მონაცემთან შედარებით.

ევროკავშირში, 2020 წელს, 2019-თან შედარებით, ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელმა 23.7%-ით იკლო. მიზეზად პანდემიური კრიზისი სახელდება.

ევროპის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ცნობით, გასულ წელს ევროკავშირის ბაზარზე სულ 9.9 მილიონი ერთეული ავტომობილი გაიყიდა. გაყიდვები ყველაზე მეტად, 32.3%-ით შემცირდა ესპანეთის ბაზარზე, კლების მასშტაბით მეორეა იტალია (-27.9%), შემდეგ მოდის საფრაგეთი (-25.5%) და გერმანია (-19.1%).

გამონაკლისის არც საქართველოა. იმპორტში კლების დინამიკით ავტომობილები პირველ ადგილზეა. შემცირება $348 მილიონს აჭარბებს. 2020 წელს  სატვირთო ავტომობილების იმპორტი შემცირებულია -0.4-ით. მასში გადახდილია $72 მილიონი დოლარი.

განახევრებულია საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი. აქ ვარდნა $329 მილიონ დოლარს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system