თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან აზერბაიჯანში ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო
საქართველოდან აზერბაიჯანში ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან აზერბაიჯანში დაექსპორტდა 2,393.7 ათასი დოლარის ღირებულების ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი. შარშან მეზობელ ქვეყანაში საქართველოდან გავიდა 2.116.6 ათასი დოლარის სასმელები და ძმარი, ხოლო 2018 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში გაიყიდა 2,575.4 ათასი დოლარის ღირებულების იგივე დასახელების პროდუქტი.

სამივე წელს ექსპორტის უდიდესი ნაწილი აითვისა საავტომობილო გადაზიდვებმა. ასეთი ტიპის ტვირთი რკინიგზას საერთოდ არ გადაუზიდავს, ხოლო უმნიშვნელო, დაახლოებით 1% იქნა გადაზიდული საჰაერო სატვირთო რეისებით. 

2020 წლის პირველ კვარტალში ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებისა და ძმრის ექსპორტი საქართველოდან მეზობელ სომხეთში შემცირდა. წელს ამ ქვეყანაში დაექსპორტდა 934.3 ათასი დოლარის ღირებულების სასმელები და ძმარი, მაშინ, როცა შარშან, დროის იმავე მონაკვეთში, სომხეთში გაიყიდა 2,857. 6 ათას დოლარად შეფასებული იგივე დასახელების საქონელი. ცნობისთვის, სომხეთში ამ პროდუქციის ექსპორტი მთლიანად საავტომობილო გადაზიდვებით განხორციელდა.

გაზრდილია ამ პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი მეზობელ თურქეთთანაც. ამ ქვეყანაში წელს საქართველომ 263.2 ატასი დოლარის ღირებულების ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი გაიტანა. ცნობისთვის, 2019 წლის პირველ კვარტალში ამ პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან საერთოდ არ განხორციელებულა, ხოლო 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გავიდა 62.9 ატასი დოლარის ღირებულების ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი. სომხეთის მსგავსა, თურქეთშიც ექსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა საავტომობილო ტრანზიტით გადაიზიდა.

ტრანსპორტირების ოთხივე შესაძლებლობა(საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვები) გამოიყენეს იმპორტიორებმა სასმელებისა და ძმრის გასატანად რუსეთში. ჩვენს ჩრდილო მეზობელთან ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებისა და ძმრის ექსპორტი საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემცირებულია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წელს სატვირთო ავტომობილებით 40.326.1 ათასი დოლარის ღირებულების ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი დაექსპორტდა, ხოლო გასულ წელს პირველ კვარტალში 46,216.7 ათასი დოლარის ღირებულების. რკინიგზით რუსეთში წელს 6,585.8 ათასი დოლარის სასმელები და ძმარი გადაიზიდა, ხოლო შარშან 11,621.5 დოლარის. საზღვაო გზით საქართველოდან რუსეთში წელს დაექსპორტდა 9.2 დოლარის სასმელები და ძმარი. როგორც ჩანს, იმპორტიორებმა წელს ექსპორტისთვის საზღვაო ტრანსპორტით ჩაანაცვლეს საჰაერო ტრანსპორტი, რადგან 2019 წლის ივნისიდან, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო საზღვარი ჩაკეტა. მანამდე კი 2019 წლის პირველ კვარტალსი საქართველოდან რუსეთში სატვირთო თვითმფრინავებით გადაიზიდა 0.5 ათასი დოლარის ღირებულების სასმელები და ძმარი, ხოლო 2018 წელს 0.1 ათასი დოლარის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system