თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში ბოსტნეულის ექსპორტი შემცირდა

საქართველოდან აზერბაიჯანში ბოსტნეულის ექსპორტი შემცირდა
საქართველოდან აზერბაიჯანში ბოსტნეულის ექსპორტი შემცირდა

საქსტატის მონეცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან აზერბაიჯანში 166.5 ათასი დოლარის ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები დაექსპორტდა მაშინ, როცა შარშან დროის იმავე მონაკვეთში საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში გავიდა 409.7 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები. 

ექსპორტის წლევანდელი კლება კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და კრიზისს უკავშირდება. 

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში განხორციელებული ბოსტნეულის ექსპორტის მხოლოდ უმცირესი ნაწილი გადაიზიდა სატვირთო თვითმფრინავით, მისი ძირითადი ნაწილი საავტომობილო გადამზიდავებმა აითვისეს, ხოლო შარშან მთელი ექსპორტი განხორციელდა საავტომობილო გადაზიდვებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system