თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში ფოლადის წნელების ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან აზერბაიჯანში ფოლადის წნელების ექსპორტი გაიზარდა
საქართველოდან აზერბაიჯანში ფოლადის წნელების ექსპორტი გაიზარდა

2020 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან მეზობელ აზერბაიჯანში დაექსპორტებული საქონლის ტოპ ათეულში ბოლო, მეათე ადგილზეა ნახშირბადიანი ფოლადისაგან დამზადებული წნელები.

report.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, საქართველოდან აზერბაიჯანში სამრეწველო დამზადების წნელების ქსპორტი 55.4%-ით გაიზარადა.

თუ 2019 წელს იანვარ-აპრილში საქართველოდან აზერბაიჯანში გავიდა 1,199.3 ათასი დოლარის ღირებულების  2,487.6 ტონა ფოლადის წნელი, წელს დროის იმავე მონაკვეთში გადაიზიდა 1,864.1 ათასი დოლარის 4,122.1 ტონა წნელი.

როგორც report.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებით ირკვევა, 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან მეზობელ აზერბაიჯანში დაექსპორტებული საქონლის ტოპ ათეულში ექსპორტის მოცულობით მეცხრე ადგილზეა რძის პროდუქტები . უფრო კონკრეტულად, საქართველოდან აზერბაიჯანში 2 მილიონ 160 ათასი ლარის 360 ტონა ნაღების კარაქი, რძის ცხიმები და პასტები დაექსპორტდა.

2020 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან მეზობელ აზერბაიჯანში დაექსპორტებული საქონლის ტოპ ათეულში 902.3 ტონა ექსპორტით მერვე ადგილზეა გაყინული თევზი.

2.8%-ით არის შემცირებული საქართველოდან აზერბაიჯანში სატვირთო ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა მან 407 ერთეულის ექსპორტით ამ ქვეყანაში საექსპორტო საქონლის ათეულის მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

ექსპორტის მოცულობით მეექვსე ადგილზეა თამბაქო, რომლის ექსპორტი წელს 342.8%-ითაა გაზრდილი, ხოლო აზერბაიჯანში ხუთი უმსხვილესი საექსპორტი საქონლიდან წელს გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების, ხორცის და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი საქართველოდან, ხოლო შემცირდა სიგარეტებისა და სამკურნალო პრეპარატების ექსპორტი.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ იმპორტს, წელს ხუთი უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან პირველ კვარტალში საქართველოში შემცირდა აზერბაიჯანული ნავთობის აირების, ნავთობპროდუქტების და ელექტროენერგიის იმპორტი, ხოლო გაიზარდა სპილენძისა და მანქანა-დანადგარების ნაწილების იმპორტი.

ფულად გამოსახულებაში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი გაზრდილია. თუ 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში დაექსპორტდა 127 409.5 ათასი დოლარის პროდუქცია, წელს, დროის იმავე მონაკვეთში, მეზობელ ქვეყანაში გავიდა 145 164. 0 ათასი დოლარის ნაწარმი.

ფულად გამოსახულებაში აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტი შემცირებულია. მიმდინარე წლის ოთხ თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა 221 843. 3 ათასი დოლარის ღირებულების ნაწარმი, ხოლო შარშან იმავე პერიოდში მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში იმპორტირდა 235 796. 1 ათასი დოლარის ტვირთი.

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (145.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (135.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (125.6 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (406.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (270.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (221.8 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (469.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (395.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (367.0 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system