თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში სამრეწველო თამბაქოს ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან აზერბაიჯანში სამრეწველო თამბაქოს ექსპორტი გაიზარდა
საქართველოდან აზერბაიჯანში სამრეწველო თამბაქოს ექსპორტი გაიზარდა

2020 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან მეზობელ აზერბაიჯანში დაექსპორტებული საქონლის ტოპ ათეულში ექსპორტის მოცულობით მეექვსე ადგილზეა თამბაქო.

report.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, საქართველოდან აზერბაიჯანში სამრეწველო დამზადების თამბაქოს ექსპორტი 342.8%-ით გაიზარადა. 

თუ 2019 წელს იანვარ-აპრილში საქართველოდან აზერბაიჯანში გავიდა 757.6 ათასი დოლარის ღირებულების 78 ტონა თამბაქო, წელს დროის იმავე მონაკვეთში გადაიზიდა 3, 355. 0 ათასი დოლარის 233.3 ტონა თამბაქო.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში ხუთი უმსხვილესი საექსპორტი საქონლიდან წელს გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების, ხორცის და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი საქართველოდან, ხოლო შემცირდა სიგარეტებისა და სამკურნალო პრეპარატების ექსპორტი.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ იმპორტს, წელს ხუთი უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან პირველ კვარტალში საქართველოში შემცირდა აზერბაიჯანული ნავთობის აირების, ნავთობპროდუქტების და ელექტროენერგიის იმპორტი, ხოლო გაიზარდა სპილენძისა და მანქანა-დანადგარების ნაწილების იმპორტი.

ფულად გამოსახულებაში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი გაზრდილია. თუ 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში დაექსპორტდა 127 409.5 ათასი დოლარის პროდუქცია, წელს, დროის იმავე მონაკვეთში, მეზობელ ქვეყანაში გავიდა 145 164. 0 ათასი დოლარის ნაწარმი.

ფულად გამოსახულებაში აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტი შემცირებულია. მიმდინარე წლის ოთხ თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა 221 843. 3 ათასი დოლარის ღირებულების ნაწარმი, ხოლო შარშან იმავე პერიოდში მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში იმპორტირდა 235 796. 1 ათასი დოლარის ტვირთი.

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (145.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (135.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (125.6 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (406.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (270.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (221.8 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (469.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (395.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (367.0 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system