თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში სასუქების ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან აზერბაიჯანში სასუქების ექსპორტი გაიზარდა
საქართველოდან აზერბაიჯანში სასუქების ექსპორტი გაიზარდა

3102 სასაქონლო ნიშნის ქვეშ საქართველოდან აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 6 თვეში 4,389.5 ათასი დოლარის ღირებულების 26,882.7 ტონა სასუქები დაექსპორტდა. ეს მაჩვენებელი წინა წერთან შედარებით 6.7%-ითაა გაზრდილი.

ამის შესახებ report.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

შარშან აზერბაიჯანში საქართველომ გაიტანა 4,112.3 ათასი დოლარის ღირებულების 21,475.4 ტონა სასუქი.

შეგახსენებთ, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი წლირ ჭრილში 6.1%-ითაა შემცირდებული.

რაც შეეხება აზერბაიჯანში გატანილ 5 უმსხილეს საექსპორტო პროდუქტს, ექსპორტის მოცულობით ლიდერ პოზიციაზეა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, რომელიც 14.3%-ით გაიზარდა. შარშანდელთან შედარებით, 62.6%-ით არის შემცირებული აზერბაიჯანში გაყიდული სიგარეტის ოდენობა, თუმცა ექსპორტის მოცულობით საექსპორტო პროდუქტებს შორის ის მეორე პოზიციაზეა.  უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების ხუთეულში მესამე პოზიციაზეა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცი წლიურ ჭრილში ექსპორტის 9,157.4%-იანი ზრდით. მეოთხე პოზიციას იჭერს დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, რონმლის ექსპორტი, წელთან შედარებით, 61.0%-ითაა შემცირებული. ხეთეულის ბოლო პოზიციაზეა სამრეწველო დანიშნულების თამბაქო. 1403 სასაქონლო ნიშნის ქვეშ აზერბაიჯანში საქართველომ გაიტანა 5,908.5 ათასი დოლარის 426.6 ტონა თამბაქო, რაც 80.0%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან აზერბაიჯანში საქართველომ დააექსპორტა 3,282.5 ათასი დოლარის ღირებულების 303.2 ტონა თამბაქო.

2020 წლის იანვარ-აივნისის სავაჭრო მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში(ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე) ბოლო, მეათე, ადგილს იჭერს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყანაში დაექსპორტდა უფრო ნაკლები საქართველოში დამზადებული პროდუქტი, ვიდრე სომხეთში, აშშ-ში, შვეიცარიაში, ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია(ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით): ჩინეთი (197.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (167.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (161.6 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system