თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში თევზის ექსპორტი მზარდია

საქართველოდან აზერბაიჯანში თევზის ექსპორტი მზარდია
საქართველოდან აზერბაიჯანში თევზის ექსპორტი მზარდია

საქართველოდან მიმდინარე წლის 9 თვეში 2,259.1 ტონა თევზი დაექსპორტდა. ფულად გამოსახულებაში თევზის წლევანდელი ექსპრტი 1,167.1 აშშ დოლარს გაუტოლდა.

ექსპორტი სამ ქვეყანაზე ნაწილდება. ესაა თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

2020 წლის 9 თვეში აზერბაიჯანში საქართველოდან გაიყიდა 255.4 ათასი დოლარის 50.6 ტონა თევზი. შარშან დროის იმავე მონაკვეთში 0302 სასაქონლო ნიშნით საქართველოდან აზერბაიჯანში დაექსპორტდა  239.1 ათასი დოლარის 31.4 ტონა თევზი, ხოლო 2018 წლის 9 თვეში ექსპორტირებული თევზის მოცულობა 9.0 ტონა იყო, რაც ფულად გამოსახულებაში უტოლდება 56.0 ათას დოლარს.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე არ კონკრეტდება ეს მონაცემები ადგილობრივი ექსპორტია თუ რეექსპორტი.

საქართველოში პირველი თევზსაჭერი გემი შენდება.პირველი ქართული თევზსაჭერი გემის მშენებლობა სახელმწიფომ დააფინანსა.

შეგახსენებთ, შავ ზღვაში თევზის მოპოვებაზე კვოტები განისაზღვრა. 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ქაფშიის შემთხვევაში 109 000 ტონას შეადგენს.

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს.

მზადაა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.

ცნობისთვის, 2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება.

კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.

2019 წელს საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system