თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში ტრაქტორებისა და სატვირთოების ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან აზერბაიჯანში ტრაქტორებისა და სატვირთოები
საქართველოდან აზერბაიჯანში ტრაქტორებისა და სატვირთოების ექსპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 4,077 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 609 სატვირთო მანქანა. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, ავტომობილების რაოდენობა 203-ით მეტია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემთან შედარებით.

იანვარ-მარტში მეზობელ ქვეყნაში საქართველოდან შევიდა 23 ტრაქტორი, რომელთა საერთო ღირებულება 367,000 აშშ დოლარია, რაც 10 ერთეულით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემთან შედარებით.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 250,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.2% -ით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვის კლების მიუხედავად, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორად რჩება. ეს ქვეყანა საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის მესამე ადგილს იჭერს, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში საქართველოდან დაექსპორტა 104.6 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია.

ადგილობრივ ექსპორტში კი აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მეცხრე ადგილზეა. წელს პირველ სამ თვეში აზერბაიჯანში 18.9 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა, რაც სამთვიანი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 3.1%-ია. 2021 წლის პირველ სამ თვეში აზერბაიჯანში ქართული ნაწარმის ექსპორტი გაზრდილია 16.4%-ით 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით.

2021 წლის იანვარ-მარტის ვაჭრობის შედეგად, აზერბაიჯანი იმპორტიორ ქვეყანათა ათეულში მეოთხე ადგილს იჭერს საქართველოში განხორციელებული 145.7 მლნ აშშ დოლარიანი იმპორტით, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 5.9%-ია. წლიურ ჭრილში საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტი 11.4%-ითაა შემცირებული, თუმცა კლების მიუხედავად ეს ქვეყანა საქართველოს უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანათა ხუთეულში რჩება. 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველომ აზერბაიჯანში გაიტანა 104. 5 მლნ დოლარის ექსპორტი, შესაბამისად, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო აზერბაიჯანთან 41. 2 მლნ დოლარია.

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის მეოთხე ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system