თავში

საქართველოდან დისტანციურად 742 უცხოელი მუშაობს

საქართველოდან დისტანციურად 742 უცხოელი მუშაობს
საქართველოდან დისტანციურად 742 უცხოელი მუშაობს

"იმუშავე საქართველოდან" პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსასვლელად და დისტანციურად მუშაობის დასაწყებად, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით, 90 ქვეყნის 2190 მოქალაქე დარეგისტრირდა. ამის შესახებ report.ge-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის მიზანია, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორთა მიღება, რომელთა საშუალო დაყოვნების პერიოდი გაუტოლდება 6 თვეს, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი იქნება 2,000 აშშ დოლარზე მეტი.

საქართველოდან დისტანციურად მუშაობის სურვილი ყველაზე მეტად გამოთქვეს აშშ-ის, უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მოქალაქეებმა.

მიღებული აპლიკაციებიდან უცხო ქვეყნის 1500-მდე მოქალაქეს პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიეცა. პროექტის ფარგლებში, საქართველოში უკვე შემოვიდა 742 პირი.

მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან: 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% მეწარმეა. 

ტურზმის ეროვნული ადმინისტრაციის გათვლით, პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული 742 პირი საშუალოდ 6 თვიან პერიოდში უდრის 9 მილიონამდე აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს. 

მათივე დაანგარიშებით, დადასტურებული რეგისტრირებული უცხო ქვეყნის 2190 მოქალაქის აპლიკაცია საშუალოდ 6 თვიან პერიოდში უდრის 26 მილიონი აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს. 

"მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს დახარჯავენ ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით. პროექტის მონაწილეები საქართველოში, თანმხლებ პირებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოდიან," განმარტავენ ტურზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. 

ცნობისთვის, “იმუშავე საქართველოდან” პროექტით დაინტერესდნენ საერთაშორისო გამოცემები და სამოგზაურო მედია პლატფორმები: პროექტის შესახებ გამოცემებში, New York Times-მა Forbes-მა Insider-მა, Big 7 Travel-მა და სხვა გამოცემებმა სტატიები მოამზადეს. 

დისტანციურად მუშაობის კომფორტულობით საქართველო მსოფლიოში მეორე ქვეყნად დასახელდა. რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ესტონეთი უსწრებს. მას ჩამორჩება ისეთი ქვეყნები როგორიცაა: სერბეთი, ინდონეზია, ტაილანდი, გერმანია, სინგაპური, არგენტინა, ვიეტნამი, სლოვენია, კანადა. 50 ქვეყანას შორის ბოლო ათეულშია: ტაივანი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, ბარბადოსი, პორტუგალია, ესპანეთი, მექსიკა და ახალი ზელანდია. 

“იმუშავე საქართველოდან” პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა.

შეგახსენებთ, 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო.

ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 2 კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.

ქვეყნების სრული სია, რომლებზეც ვრცელდება პროგრამა "იმუშავე საქართველოდან":

● ავსტრალია,
● ავსტრია,
● აზერბაიჯანი,
● ალბანეთი,
● ანდორა,
● ანტიგუა და ბარბუდა,
● არაბთა გაერთიანებული საამიროები,
● არგენტინა,
● ახალი ზელანდია,
● ბარბადოსი,
● ბაჰრეინი,
● ბაჰამის კუნძულები,
● ბელორუსი,
● ბელგია,
● ბელიზი,
● ბოსნია და ჰერცოგოვინა,
● ბოტსვანა,
● ბრაზილია,
● ბრუნეი,
● ბულგარეთი,
● გერმანია ,
● დანია,
● გაერთიანებული სამეფო,
● დომინიკის რესპუბლიკა,
● სალვადორი,
● ეკვადორი,
● ესპანეთი,
● ესტონეთი,
● თურქეთი,
● თურქმენეთი,
● იაპონია,
● იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო,
● ირლანდია,
● ისლანდია,
● ისრაელი,
● იტალია,
● კანადა,
● კატარის სახელმწიფო,
● კვიპროსი,
● კოლუმბია,
● სამხრეთ კორეა,
● კოსტა რიკა,
● ლატვია,
● ლიტვა,
● ლიბანი,
● ლიხტენშტეინი,
● ლუქსემბურგი,
● მავრიკი,
● მალაიზია,
● მალტა,
● მექსიკა,
● მონაკო,
● მოლდოვა,
● მონტენეგრო,
● ნიდერლანდები,
● ომანი,
● პანამა,
● პოლონეთი,
● პორტუგალია,
● რუმინეთი,
● რუსეთის ფედერაცია,
● საბერძნეთი,
● სამხრეთ აფრიკა,
● სან მარინო,
● საუდის არაბეთი,
● საფრანგეთი,
● სერბეთი,
● სინგაპური,
● სლოვაკეთი,
● სლოვენია,
● სომხეთი,
● ტაილანდის სამეფო,
● ტაჯიკეთი,
● აშშ,
● უზბეკეთი,
● უკრაინა,
● უნგრეთი,
● ფინეთი,
● ქუვეითი,
● ყირგიზეთი,
● ყაზახეთი,
● შვედეთის სამეფო,
● შვეიცარიის კონფედერაცია,
● ვატიკანი,
● ხორვატია,
● ჰონდურასი.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system