თავში

საქართველოდან ექსპორტი 5.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი 5.3 პროცენტით გაიზარდა
საქართველოდან ექსპორტი 5.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში, 2020 წლის პირველი სამი თვის მონაცემთან შედარებით, საქართველოს ექპორტი 5.3 პროცენტით გაიზარდა და 821.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება იმპორტს, დროის ამ მონაკვეთში საქართველოში შემოსულია 1 952.4 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი, რაც  2.4 პროცენტით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-მარტში განხორციელებულ იმპორტზე. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში 1 131.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მარტში იმპორტი 17.8 პროცენტით გაიზარდა და 767.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 39.1 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 441.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც.

2021 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი გაიზარდა 5.3 პროცენტით და 821.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე და 1,952.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

2020 წელს ადგილობრივი ექსპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა და კორონა ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system