თავში

საქართველოდან კვერცხი წელს მხოლოდ აზერბაიჯანში დაექსპორტდა

საქართველოდან კვერცხი წელს მხოლოდ აზერბაიჯანში დაექსპორტდა
საქართველოდან კვერცხი წელს მხოლოდ აზერბაიჯანში დაექსპორტდა

წელს საქართველოდან კვერცხი მხოლოდ აზერბაიჯანში დაექსპორტდა (ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული).

შარშან  კვერცხის საექსპორტო ბაზარი მეტნაკლებად უფრო დივერსიფიცირებული იყო. 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე კვერცხი 0407 სასაქონლო ნიშნით, აზერბაიჯანის გარდა, სომხეთში, საუდის არაბეთსა და გერთიანებულ საემიროებშიც გავიდა.

რაც შეეხება, აზერბაიჯანში განხორციელებულ კვერცხის ექსპორტს, ის შარშანდელთნ შედარებით მცირედით გაზრდილია. შარშან ის 217.6 ტონას, ფულადა გამოსახულებაში კი 871.4 ათას დოლარს უტოლდებოდა, წელს კი აზერბაიჯანში საქართველოდან დაექსპორტებულია 824.9 ათასი დოლარის ღირებულების 255.1 ტონა ფრინველის კვერცხი.

რაც შეეხება შარშანდელ ექსპორტს ჯამში, 2019 წელს საქართველომ სომხეთში, აზერბაიჯანში, საუდის არაბეთსა და გერთიანებულ საემიროებში სულ 1,198.1 ათასი დოლარის 278.0 კვეცხი დააექპორტა. 

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ 2,042.2 ათასი დოლარი კვერცხი შეიძინა. ჯამში წელს ქვეყანაში 0408 სასაქონლო ნიშნით შემოვიდა 2.576.3 ტონა ფრინველის კვერცხი (ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული).

ცნობისთვის, კვერცხის ქართული წარმოება ზარალზეა. ქართველ მწარმოებლებს დემპინგთან გამკლავება კვლავ უჭირთ. საქართველოში კვერცხი, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში. წლიურად კვერცხი დაახლოებით 6.0%-ით, ხოლო, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 2.7 პროცენტით კვერცხზე ფასი გაიზარდა.

საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა. კვერცხის მწარმოებლების ინფორმაციით, ქართულ კვერცხს იმპორტირებულ ანალოგთან კონკურენცია უჭირს. იაფად შემოტანილ იმპორტულ კვერცხს ქართული წარმოება კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოების ტემპი მცირდება.

შეგახსენებთ, კვერცხი საქართველოში ერთადერთი თვითკმარი პროდუქტია, ანუ კვერცხის ადგილობრვ წარმოებას შეუძლია შიდაბაზრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system