თავში

საქართველოდან საბავშვო ტანსაცმელი პირველად დაექსპორტდა - "რკოს" წარმატების ფრომულა

საქართველოდან საბავშვო ტანსაცმელი პირველად დაექსპორტდა
საქართველოდან საბავშვო ტანსაცმელი პირველად დაექსპორტდა - რკოს წარმატების ფრომულა

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ "რკო" საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა.


"აწარმოე საქართველოს" ინფორმაციით, ფრანგული კომპანია ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე "Playtime Paris" დაინტერესდა. აღნიშნული გამოფენა 2019 წლის 26-29 იანვარს, ქ. პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ორი ქართული კომპანია "რკო" და "სპილოუ" იყო წარმოდგენილი. ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარეს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, "რკოს" ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისსა და იტალიაში. პროდუქცია ბუტიკური ტიპის მაღაზიებში განთვასდება, კერძოდ ლონდონში, მაღაზია "golden blossom"-ში გაიყიდება, იტალიაში კი – ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system