თავში

საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა

საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა
საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა

2021 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი (56.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის იანვრის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $149.8 მილიონი დოლარი (493.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით ($24.1 მილიონით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.

რუსეთის ფედერაცია ფულადი გზავნილების სტატისტიკაში პირველ ადგილს აღარ იკავებს. 2021 წლის იანვარში ყველაზე დიდი ფულადი ნაკადი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system