თავში

საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა

საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა
საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი (69.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის თებერვლის (21.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

2021 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი (56.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის იანვრის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ. აშშ დოლარი (534.0 მლნ. ლარი) შეადგინა, რაც 17.5%-ით (24.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system