თავში

საქართველოდან საზღვარგარეთ 23.9 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა

საქართველოდან საზღვარგარეთ 23.9 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა
საქართველოდან საზღვარგარეთ 23.9 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 18.6 პროცენტით გაიზარდა და 181.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 6.3 პროცენტით 23.9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ოქტომბრის ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა უკრაინიდან (151.9 პროცენტით) და აზერბაიჯანიდან (145.1 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 4.3 და 2.1 პროცენტული პუნქტებით აისახა. 

ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კლება დაფიქსირდა. 

საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (27.8 პროცენტით), რაც იტალიიდან (30.9 პროცენტით), საბერძნეთიდან (23.6 პროცენტით) და გერმანიიდან (74.6 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. 

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა კანადიდან (39.5 პროცენტით) და აშშ-დან (39.5 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. 

რაც შეეხება, ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.7 პროცენტი) და რუსეთი (19.4 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system