თავში

საქართველოდან შვეიცარიაში დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან შვეიცარიაში დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტი გაიზარდა
საქართველოდან შვეიცარიაში დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტი გაიზარდა

2020 წლის აპრილში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 27.9 პროცენტით შემცირდა. 

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი, აპრილის თვის მიმოხილვაში განმარტავს, საექსპორტო შემოსავლების კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანში ექსპორტის შემცირებამ, რაც დიდწილად მსუბუქი ავტომობილების, სამკურნალო საშუალებებისა და სიგარეტების ექსპორტს უკავშირდება. 

სებ-ის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე რუსეთში შემცირებული ექსპორტი ყურძნის ნატურალური ღვინოებისა და მინერალური წყლების გავლენით, უკრაინაში შემცირებული ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების, სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების გავლენით, ხოლო სომხეთში ექსპორტმა დაიკლო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრი შემცირების გამო. 

ამის საპირისპიროდ, სებ-ის ცნობით, აშშ-ში ექსპორტმა მოიმატა ფეროშენადნობების ექსპორტის გავლენით. ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ექსპორტი გაიზარდა შვეიცარიაში დაუმუშავებელი ოქროს გაყიდვების გამო. 

დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ექსპორტის მატება ჩინეთში როგორც სპილენძის, ასევე ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის გამო. 

2020 წლის აპრილში ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო: ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, აშშ, უზბეკეთი და შვეიცარია. ჯამურად, 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილმა მთლიანი ექსპორტის 70 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

რაც შეეხება, ექსპორტს პროდუქციის კატეგორიების მიხედვით, საქაღტველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის აპრილში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 27.9 პროცენტიან კლებაში ყველაზე დიდი უარყოფითი წვლილი მსუბუქი ავტომობილების (16.6 პროცენტული პუნქტი) ექსპორტმა შეიტანა.

სებ-ის განმარტებით, ექსპორტის მოცულობაზე უარყოფითად აისახა ასევე სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე, მინერალურ წყლებსა და ქიმიურ სასუქებზე საგარეო მოთხოვნის კლება. 

"მნიშვნელოვნად შემცირდა სამკურნალო საშუალებებისა და ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები (ჯამურად -2.5 პროცენტული პუნქტის წვლილი მთლიანი ექსპორტში). ამის საპირისპიროდ, მკვეთრად მოიმატა ფეროშენადნობებსა და ეთილის სპირტზე მოთხოვნამ. მაღალი იყო დაუმუშავებელი ოქროდან, ხორცის გრანულებისა და ფქვილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. წინა წელთან შედარებით სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო," - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის აპრილის თვის მიმოხილვაში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system