თავში

საქართველოდან თურქეთში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან თურქეთში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა
საქართველოდან თურქეთში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა

2020 წლის პირველ ოთხ თვეში, იანვარ-აპრილში, საქართველოდან ექსპორტი თურქეთში 19%-ით შემცირდა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქეთში ფეროშენადნობთა ექსპორტი გაიზარდა. თითქმის 5-ჯერაა გაზრდილი საქართველოდან თურქეთში გატანილი ხორცის, თევზისა და კიბოსნაირების ფქვილისა და გრანულების ექსპორტი, თუმცა, შემცირებულია საქართველოდან თურქეთში ტრიკოტაჟის ნაწარმისა და მზა ნაქსოვი ტანსაცმლის ექსპორტი.

საქსტატიდან report.ge-ს მიერ გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, 431.5%-ითაა გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი. თუ 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან თურქეთში დაექსპორტდა 14 ცალი ავტომობილი, წელს, დროის იმავე მონაკვეთში, მეზობელ ქვეყანაში ექსპორტზე გავიდა 68 ერთეული ავტომობილი.

ამავე პერიოდში თურქეთში საქარველოდან გავიდა 91%-ით გაზრდილი ოდენობა თევზისა და ზღვის პროდუქტების ცხიმებისა და ქონების, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში.

48.4%-ითაა შემცირებული შავი ლითონის ჯართის, ხოლო 19.8%-ით გაიზარდა ტრიკოტაჟის ნაწარმის ექსპორტი მეზობელ თურქეთში.

ფულად გამოსახურებაში საქართველოდან თურქეთში ექსპორტი შემცირებულია. 2020 წლის ოთხ თვეში საქართველოდან თურქეთში ჯამში დაექსპორტდა 63 272.8 ათასი დოლარის საქონელი, მაშინ, როცა შარშან ამავე პერიოდში საქართველოდან თურქეთში გავიდა 78 128.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია.

ფულად გამოსახულებაში თურქეთიდან საქართველოში იმპორტი შემცირებულია. თუ 2019 წელს თურქეთიდან საქართველოში 452 957. 2 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, ხოლო 2020 წლის ამავე დროის მონაკვეთში თურქეთიდან საქართველოში იმპორტირდა 406 027.9 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system