თავში

საქართველომ 29.7 ათასი ტონა ნავთობი და 9 მლნ კუბ. მეტრი გაზი მოიპოვა

საქართველომ 29.7 ათასი ტონა ნავთობი და 9 მლნ კუბ. მეტრი გაზი მოიპოვა
საქართველომ 29.7 ათასი ტონა ნავთობი და 9 მლნ კუბ. მეტრი გაზი მოიპოვა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 29.7 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, რაც 2019 წელთან შედარებით, 2.3 მლნ ტონით ნაკლებია. მოპოვებული ნავთობიდან ინვესტორების წილი 17.3 ათასი ტონაა, სახელმწიფოს წილმა კი, 12.4 ათასი ტონა შეადგინა.

რაც შეეხება გაზის მოპოვებას - ეს მაჩვენებელი 2020 წელს 9 მლნ კუბ. მეტრს შეადგენდა, საიდანაც 3 მლნ სახელმწიფოს წილი იყო.

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოები ხორციელდება სალიცენზიო ფართობებზე (ე.წ. ბლოკებზე).

ნავთობის მოპოვების საქმიანობას ახორციელებს 6 ინვესტორი კომპანია: ,, ნინოწმინდის ნავთობკომპანია“; "შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი (ჯორჯია) ლიმიტედი“; "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია“;  "ვი-პი-აი ჯორჯია“; "საცხენისი ჯორჯია“; "ნორიოს ხევი ჯორჯია“; "ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საკუთარი ძალებით.

მხოლოდ ძებნა-ძიებით სამუშაოებით დაკავებულია 7 ინვესტორი კომპანია "ჯი-ოუ-ჯი ლიმიტედი“; "ელენილტო“; "მარექსინი“; "ჯორჯია ნიუ ვენჩერს ინკ“-ი; "ნორიოს ნავთობკომპანია“;  "ვესთ გალფ პეტროლეუმ საინჟინრო კომპანია“;  "ქოალიშენ ენერჯი ლიმიტედ კომპანია“.

შეგახსენებთ, შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვებას ავსტრიული ნავთობკომპანია OMV Petrol-ი დაიწყებს. უახლოეს დღეებში ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის შავ ზღვაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია „OMV PETROM S.A.“ ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც „OMV PETROM“ - ი ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system