თავში

საქართველომ 59 მლნ. აშშ დოლარის ელ.ენერგია შეიძინა

საქართველომ 59 მლნ. აშშ დოლარის ელ.ენერგია შეიძინა
საქართველომ 59 მლნ. აშშ დოლარის ელ.ენერგია შეიძინა

2020 წელს საქართველოს მაღალი ელ. ენერგიის დეფიციტი უფიქსირდება, რომლის დასაბალანსებლად შარშან ქვეყანას 59 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი დასჭირდა.

ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ენერგომიმოხილვაშია აღნიშნული.

შეინიშნება გაუმჯობესება, (-11 მლნ. აშშ დოლარი) 2019 წელთან შედარებით, ძირითადად ელ. ენერგიის საიმპორტო ფასის შემცირების ხარჯზე, რომელმაც საშუალოდ 4 აშშ დოლარის ცენტი შეადგინა 2020 წელს (-17% წ.წ.). 

რუსეთიდან ელ. ენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია და მთლიანი იმპორტის 38% შეადგინა. აღნიშნულს ხელს უწყობს აფხაზეთის ზრდადი ელ. ენერგიის მოხმარება.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო და კომერციული აბონენტებისათვის ფასები გაიზარდა. ზრდა ყველაზე მაღალია (+24%) 102 კვტ. სთ-ზე დაბალი მოხმარების საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის და ასევე იმ კომერციული მომხმარებლებისათვის, რომლებიც რეგიონში არიან წარმოდგენილი (+90%).

შეგახსენებთ, 2020 წლის განმავლობაში ელ. ენერგიის გენერაცია წლიურ ჭრილში, ანუ 2019 წელთან შედარებით, 5.9%-ით შემცირდა. თბოსადგურების გენერაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა (-0.7% წ.წ.), თუმცა განახლებადი ენერგიის წყაროების გენერაცია წ.წ. -7.7%-ით არის შემცირებული ანალოგიურ პერიოდში. შემცირებულია ქვეყნის ელ. ენერგიის შარშანდელი მოხმარებაც 10.3%-ით. ეს შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, მსხვილი კრიპტომწარმოებლების მოხმარების შემცირებით და თითქმის განულებული ტურიზმით შეიძლება აიხსნას. შემცირებამ -5.7% შეადგინა აფხაზეთის გაზრდილი ელ. ენერგიის მოხმარების გათვალისწინებით.

2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელექტრო ენერგიის მოხმარება, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია "ენგურჰესის" გენერაციის შემცირებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system