თავში

საქართველომ აზერბაიჯანიდან 553 ტონა კაკალი შემოიტანა

საქართველომ აზერბაიჯანიდან 553 ტონა კაკალი შემოიტანა
საქართველომ აზერბაიჯანიდან 553 ტონა კაკალი შემოიტანა

გასულ წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან თხილის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ცნობით, 2020 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 343,12 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 553 ტონა კაკალი შემოიტანა.

აზერბაიჯანიდან თხილის იმპორტი საქართველოში მხოლოდ გასული წლის მარტში, მაისსა და ნოემბერში განხორციელდა.

თხილის აზერბაიჯანული იმპორტი საქართველოში წლიურ ჭრილში შემცირებულია 300,04 ტონით ანუ 6,4-ჯერ.

ცნობისთვის, საქართველოში თხილის წარმოება იზრდება. 2020 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 13.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 70.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 4 ათასი ტონით (41%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 21.5 მლნ აშშ დოლარით (44%) გაიზარდა.

შეგახსენებთ, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

გასულ წელს საქართველომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიბრუნა და გაუსწორდა აზერბაიჯანს.

ქართული თხილის პოტენციალით დაინტერესდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

რა განსაზღვრავს, თხილის ფასს, როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა და ზოგადად, თხილის ადგილობრივი წარმოების შესახებ ყველაფერს, გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system