თავში

საქართველომ აზერბაიჯანისგან 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი იყიდა

საქართველომ აზერბაიჯანისგან 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი იყიდა
საქართველომ აზერბაიჯანისგან 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი იყიდა

მიმდინარე წლის აპრილში საქართველომ აზერბაიჯანისგან 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი იყიდა. ამის შესახებ ირკვევა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის აპრილის თვის საავიაციო ნავთის იმპორტის შემაჯამაბელი ანგარიშიდან. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, 2021 წლის აპრილის თვეში საავიაციო ნავთის მთლიან იმპორტში 9,6%-ი აზერბაიჯანზე მოდის.  2021 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირდა 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი, რაც მთლიანი იმპორტის 4,5%-ი იყო

აპრილში ყველაზე ცოტა, 0,2 ათასი ტონა, საავიაციო ნავთი აქვს შეძენილი საქართველოს იტალიიდან. იტალიური საავიაციო საწვავის იმპორტი მთლიანი იმპორტის 3,8%-ია. საავიაციო ნავთის ყველაზე დიდი ოდენობა საქართველოში 2021 წლის აპრილში შემოსულია თურქმენეთიდან 65,4% (3,4 ათასი ტონა) და თურქეთიდან 11,5% (0,6 ათასი ტონა). 

2021 წლის აპრილის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 6,1%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (24,9 ათასი ტონა) და 4,2 ათასი ტონით ანუ 420%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,0 ათასი ტონა) შედარებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system