თავში

საქართველომ აზერბაიჯანისგან 685,000 კუბური მეტრი გაზი იყიდა

საქართველომ აზერბაიჯანისგან 685,000 კუბური მეტრი გაზი იყიდა
საქართველომ აზერბაიჯანისგან  685,000 კუბური მეტრი გაზი იყიდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველომ აზერბაიჯანიდან შემოიტანა 685,000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, რომლის საერთო ღირებულება $ 76,7 მლნ. დოლარია, რაც 2.6% -ით მეტია, 2020 წლის პირველი კვარტლის გაზის აზერბაიჯანული იმპორტის მაჩვენებელზე. 

იანვარ-მარტში მეზობელმა ქვეყანამ საქართველოს მოაწოდა 43 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, რომლის ღირებულება 20,1 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა. ეს კი 1.8-ჯერ მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

აზერბაიჯანმა წელს 6. 1 მლრდ კუბური მეტრის გაზი დააექსპორტა, რომლის ღირებულება 867 მილიონ 067.7 ათას აშშ დოლარს გაუტოლდა. ქვეყანამ წელს გაზარდა გაზის როგორც მოპოვება ასევე ექსპორტი. აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული გაზის მთლიანი მოცულობებიდან 1 მილიარდ 494 მილიონ 258,33 ათასი კუბური მეტრი შემოვიდა საქართველოში. საქართველომ წელს იანვარ-მარტში აზერბაიჯანულ გაზში 203 მილიონ 954,3 ათასი დოლარი გადაიხადა.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მეზობელმა ქვეყანამ საქართველოს 1 მილიარდ 244 მილიონი დოლარის 846,58 ათასი კუბური მეტრი ბინებრივი აირი მიაწოდა. მხოლოდ იანვარშიკი  საქართველოში ექსპორტირებული გაზის ღირებულება $ 175 მილიონ 501,85 ათას დოლარს გაუტოლდა.

2020 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 1,543,2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შემოიტანა, რომლის ჯამური ღირებულება 242,3 მილიონი აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება და ის 2.73 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. წელს საქართველო ბუნებრივი აირის 92.3%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს. წელსვე საქართველო რუსეთისგან 200 მილიონ კუბურ მეტრის ოდენობის გაზის შეძენას გეგმავს..რუსული გაზის ზუსტად იგივე ოდენობა შეიძინა საქართველომ 2020 წელსაც. საქართველო აზერბაიჯანისგან 200 მლნ კუბურ მეტრ სოციალურ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზის სატარიფო ოპტიმიზაციაზე შეთანხმება "სოკართან" მიღწეულია. ქართულ-აზერბაიჯანული მხარე თანხმდება, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის“ გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. SOCAR Energy Georgia- ს გენერალური დირექტორის, მაჰირ მამედოვის, შეფასებით, ეს უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის ბუნებრივი გაზის სოციალურ მომხმარებლებს საქართველოში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული გაზის წარმოებისა და ექსპორტის ზრდა "აწყობს" საქართველოსაც, რადგან ის არის მონაწილე, "მასპინძელი" ქვეყანა სამხრეთ გაზის დერეფანში, რომლითან აზერბაიჯანული გაზი მიდის ევროპაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system